მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი შვეიცარიული კომპანიის ექსპერტმა საქართველოში სამუშაო ვიზიტი დაასრულა
მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი შვეიცარიული კომპანიის ექსპერტმა საქართველოში სამუშაო ვიზიტი დაასრულა და ვიზიტის შედეგები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან შეაჯამა. დანიელ ტობლერმა სააგენტოს სპეციალისტებთან და დამოუკიდებელ ექსპერტთან ერთად კავკასიონის ქედის სამხრეთ კალთებზე არსებული მყინვარული ხეობები ვერტმფრენის საშუალებით დაათვალიერა. ექსპერტის მიერ, ადგილზე აეროგადაღებების საფუძველზე მოხდება პოტენციური საფრთხეების დეტალური გაანალიზება. ასევე, კვლევის შედეგად გამოვლენილ ცხელ წერტილებში მონიტორინგის სისტემების დანერგვის შესახებ სამომავლო აქტივობების დაგეგმვა.
