ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩატარების ხელშესაწყობად სამთავრობო კომისია შეიქმნა
ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩატარების ხელშესაწყობად სამთავრობო კომისია შეიქმნა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი უხელმძღვანელებს. 2025 წლის თებერვალში ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობისთვის, თბილისსა და ბაკურიანში ზამთრის ახალი ინფრასტრუქტურა მოეწყობა. კერძოდ, დაბა ბაკურიანში ბიათლონისა და თხილამურებით რბოლის მოედანი, თბილისში კი, შენდება ყინულის სასახლე, რომლის უმაღლესი დონის ტექნიკური სავარჯიშო სტადიონი მოემსახურება ჰოკეის, ფიგურული სრიალისა და კერლინგის სპორტის სახეობებს. ორივე პროექტი მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება.
