ქართველი ლეგენდები „მილანის“ ვარსკვლავების წინააღმდეგ
სექტემბერი დიდი საფეხბურთო სანახაობის თვეა. ფეხბურთის გულშემატკივრებმა კალენდარში ახალი თარიღი უნდა მოინიშნონ. 21 სექტემბერს, 19:00 საათზე, მიხეილ მესხის სტადიონზე ლეგენდების მატჩი გაიმართება - უფრო კონკრეტულად კი ქართველი ლეგენდები „მილანის“ ვარსკვლავების წინააღმდეგ. მილანში შეთანხმება უკვე შედგა, კახა კალაძემ ფეხბურთის ფედერაციის გენერალურ მდივანთან ერთად ხელმოწერაც გააკეთა. რაც შეეხება ამხანაგურ მატჩს, მესხის სტადიონზე ველოდებით „მილანის“ ძველი თაობის ფეხბურთელებს: კაკას, რივალდოს, სერჟინიოს, კაფუს და, რა თქმა უნდა, ქართული ფეხბურთის გამორჩეულ სპორტსმენებს. უკვე ვიცით, რომ ამ მნიშვნელოვანი მატჩის მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია იქნება. ლეგენდების მატჩის მიზანია, ქართველი გულშემატკივრის კიდევ ერთხელ გახარება.
