საზოგადოება „ქართულის“ მიმართვა
საზოგადოება „ქართული“ აშშ-ს კონგრესმენებსა და სენატორებს მიმართავს. საზოგადოება ქართულის წევრები გასულ თვეს აშშ-ის კონგრესის მიერ „მეგობარი აქტის“ განხილვას და გასულ კვირას სენატში საქართველოს საკითხზე მსჯელობას ეხმაურებიან. განცხადებაში წერია, რომ მათი სურვილია პარტნიორებმა ქართველი საზოგადოების მიუკერძოებელ ნაწილს მოუსმინონ. პირველი კითხვა ეხება გამჭვირვალობის ქართულ კანონს. თუ რატომაა უფრო მკაცრი ამერიკული, კანადური ან ფრანგული ანალოგიური კანონი - სიკეთე და ქართული-დემოკრატიული უკუსვლა? „თუ არ გინდათ გასაჯაროება იმის, ვინ რისთვის ფინანსდება თქვენსავე სტრატეგიულ მოკავშირე ქვეყანაში, ეს თავისთავად სერიოზული პრობლემაა და ამგვარი ორმაგი სტანდარტები ქართველ საზოგადოებაში დიდ უნდობლობას აჩენს. მეგობრები ასე არ იქცევიან.“ - წერია განცხადებაში. საზოგადოება ქართულის მიერ გავრცელებულ მიმართვაში ასევე ვკითხულობთ, რომ „ჩვენ ასევე გვაშფოთებს საქართველოს ხელისუფლებების გარედან შეცვლისა და ქვეყნის საელჩოებიდან მართვის აშკარა და ღია მცდელობები დასავლეთის ქვეყნების მხრიდან.“
