ილონ მასკმა დონალდ ტრამპს მხარდაჭერა გამოუცხადა
ილონ მასკმა დონალდ ტრამპს მხარდაჭერა გამოუცხადა და რესპუბლიკელების კანდიდატისთვის დაფინანსების მოპოვების პროცესში ჩაერთო. ინფორმაციას „ბიბისი” ავრცელებს. მანამდე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ორშაბათს ილონ მასკთან ინტერვიუ ექნება და მას მხარდაჭერის გამოცხადებისთვის მადლობა გადაუხადა. სად შედგება ინტერვიუ, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ვარაუდობენ, რომ მისი ნახვა შესაძლებელი იქნება ილონ მასკის სოციალურ მედია პლატფორმა „იქსზე.“
