კამალა ჰარისმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპთან დებატებს მოუთმენლად ელის
ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპთან დებატებს მოუთმენლად ელის. „გავიგე, რომ დონალდ ტრამპი საბოლოოდ დათანხმდა ჩემთან დებატებს 10 სექტემბერს.“, - აღნიშნა ჰარისმა. მანამდე „ეიბისი ნიუსმა“ დაადასტურა, რომ დონალდ ტრამპი და კამალა ჰარისი 10 სექტემბერს საპრეზიდენტო დებატების გამართვაზე შეთანხმდნენ.
