ისრაელის მიერ ღაზის სექტორში ორ სკოლაზე საჰაერო თავდასხმას მსხვერპლი მოყვა
ისრაელის მიერ ღაზის სექტორში ორ სკოლაზე საჰაერო თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 15 პალესტინელი დაიღუპა, 30 კი დაშავდა. ინფორმაციას „როიტერი“ ადგილობრივ სამედიცინო პერსონალზე დაყრდნობით ავრცელებს. ისრაელის მხარე კი აცხადებს, რომ მათ ჰამასის სამეთაურო და საკონტროლო ცენტრებს დაარტყეს, რომლებიც სკოლებში იყო გალაგებული. ისრაელი ჰამასს მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის სამხედრო მიზნებისთვის გამოყენებაში ადანაშაულებს, რასაც ჰამასი უარყოფს.
