შეერთებულმა შტატებმა ირანი გააფრთხილა, რომ მისმა მთავრობამ და ეკონომიკამ შეიძლება დამანგრეველი დარტყმა განიცადოს
შეერთებულმა შტატებმა ირანი გააფრთხილა, რომ მისმა მთავრობამ და ეკონომიკამ შეიძლება დამანგრეველი დარტყმა განიცადოს, თუ ის მასშტაბურ თავდასხმას განახორციელებს ისრაელის წინააღმდეგ. ინფორმაციას „უოლ სტრიტ ჯორნალი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ვაშინგტონმა თეირანს შეტყობინება როგორც პირდაპირ, ასევე შუამავლების მეშვეობით გადასცა. ირანი ისრაელს მასირებული დარტყმით დაემუქრა მას შემდეგ, რაც ისრაელმა თეირანში ჰამასის პოლიტიკური ლიდერი ისმაილ ჰანიე გაანადგურა.
