აფეთქებების ხმა ისმოდა რუსეთის კიდევ ერთ ოლქში
აფეთქებების ხმა ისმოდა რუსეთის კიდევ ერთ ოლქში. უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით, მასირებული შეტევა ამჯერად ლიპეცკზე მიიტანეს. ადგილობრივმა გუბერნატორმა მოსახლეობას მოუწოდა, თავი უსაფრთხო ადგილებისთვის შეეფარებინათ. მოგვიანებით მან განაცხადა, რომ ოლქში ენერგო ობიექტი დაზიანდა, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება შეფერხდა. გავრცელდა ინფორმაცია ლიპეცკის აეროდრომზე ხანძრის გაჩენის შესახებაც. ოლქის ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად 4 დასახლებიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.
