კურსკის ოლქის რილსკის რაიონში ნებაყოფლობითი ევაკუაცია გამოცხადდა
კურსკის ოლქის რილსკის რაიონში ნებაყოფლობითი ევაკუაცია გამოცხადდა. ამის შესახებ რილსკის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა განაცხადა. მისივე თქმით, მოქალაქეებს შეუძლიათ გამოვიდნენ პირადი ტრანსპორტით, ასევე ავტობუსებით, რომლებსაც მათ რაიონის ხელმძღვანელობა მიაწვდის. კურსკის ოლქში უკრაინული ძალების შეჭრის შემდეგ საცხოვრებელი სახლები ასობით ადამიანმა დატოვა. მათ 10 000 რუბლი ანუ დღევანდელი კურსით 116 დოლარი ერთჯერადად გადაეცემათ.
