ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. თანამშრომლობა შექმნის მეცნიერულად დასაბუთებულ, მყარ საფუძველს საქართველოს სოციალურ -დემოგრაფიული განვითარების, ოჯახის სტაბილურობის სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების განსაზღვრისთვის. ქვეყანაში მიმდინარე სოციალურ- დემოგრაფიული პროცესების ანალიზის მიზნით, უნივერსიტეტი, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, უზრუნველყოფს სამეცნიერო პოტენციალს, მათ შორის სტუდენტთა და დოქტორანტთა მონაწილეობას ერთობლივ სამეცნიერო კვლევებსა და პროგრამებში.
