აგვისტოს ომთან დაკავშირებით, სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოების გადაწყვეტილებების ჩამონათვალს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს
აგვისტოს ომთან დაკავშირებით, სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოების გადაწყვეტილებების ჩამონათვალს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. 2008 წლის ომთან დაკავშირებული ყველა ისტორიული საქმე საქართველოს სასარგებლოდ დასრულდა. რაც შეეხება სტრასბურგის გადაწყვეტილებების აღსრულებას, იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ მოგებული დავების აღსრულების მიზნით, საქართველო აქტიურად განაგრძობს თანამშრომლობას ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტთან.
