პარიზის ოლიმპიადაზე დღეს გენო პეტრიაშვილი იასპარეზებს
პარიზის ოლიმპიადაზე თავისუფალი სტილით მოჭიდავეებიდან მედლის მოპოვების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი გენო პეტრიაშვილი დღეს იასპარეზებს. ოლიმპიური ბრინჯაოსა და ვერცხლის მფლობელი, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი ოლიმპიური ოქროს მოპოვებას შეეცდება. ასპარეზობები 13:00 საათიდან დაიწყება. პეტრიაშვილი 2016 წელს რიოს ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორია, 2021 წელს კი ტოკიოში ვიცე-ჩემპიონი გახდა.