კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე საქართველოს დელეგაციას ოლიმპიურ სოფელში შეხვდა
კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე საქართველოს დელეგაციას ოლიმპიურ სოფელში შეხვდა. იოსებ ბაღათურია ქართველ ოლიმპიელებს, მათ მწვრთნელებსა და ექიმებს გაესაუბრა, გაეცნო ასპარეზობისთვის სპორტსმენების მზადების პროცესს. ამ ეტაპზე საქართველოს ანგარიშზე ოთხი ოლიმპიური მედალია.
