ქართველი ლეგენდები „მილანის“ ლეგენდების წინააღმდეგ
ქართველი ლეგენდები „მილანის“ ლეგენდების წინააღმდეგ, მატჩი მიხეილ მესხის სტადიონზე 21 სექტემბერს, 19:00 საათზე გაიმართება. ფეხბურთის გულშემატკივრებს დიდი სანახაობა ელით. კახა კალაძე ფედერაციის გენერალურ მდივანთან ერთად მილანში იმყოფება. სიმბოლური ხელმოწერაც უკვე გაკეთებულია. კალაძე ამბობს, რომ მატჩის მიზანია, ქართველი გულშემატკივრის კიდევ ერთხელ გახარება და დიდი საფეხბურთო სანახაობის გამართვა.
