ვითარება კურსკის ოლქში
უკრაინის არმია რუსეთის კურსკის ოლქის თითქმის მთელ ტერიტორიას აკონტროლებს. რუსეთის თავდაცვის უწყება ირწმუნება, რომ ვითარება სტაბილურია, თუმცა ბრძოლები გრძელდება. ბლუმბერგი წერს, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად რუსეთის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის რეგულარული არმია შეიჭრა კრემლის იმიჯს ზიანს აყენებს. სამხედრო რეიდით რა მიზნის მიღწევას ცდილობს კიევი, უცნობია. დასავლური მედიისა და ანალიტიკოსების ვარაუდით, უკრაინა შეეცადა ფრონტის ხაზიდან რუსული არმიის ყურადღების სხვა მიმართულებით გადატანას, რუსული არმიის სისუსტეების გამოვლინებას, ავტორიტეტის შელახვას და უკრაინა რუსეთის შესაძლო მოლაპარაკებებისთვის პოზიციების გაძლიერებას.

სიუჟეტის ავტორი: თამარ გოცირიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები