ბულგარეთში ლგბტ პროპაგანდა აიკრძალა
ბულგარეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებას, რომელიც სკოლებში არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის პროპაგანდას კრძალავს. სკოლამდელი და სასკოლო განათლების შესახებ ბულგარეთის კანონში შეტანილი შესწორება ზღუდავს განათლების სისტემაში რაიმე ფორმით, პირდაპირ თუ ირიბად, არატრადიციულ სექსუალურ ორიენტაციასთან ან გენდერულ იდენტობასთან დაკავშირებული ნებისმიერი იდეისა და შეხედულების პროპაგანდას, პოპულარიზაციას ან წაქეზებას.
