თბილისი ვიტალი დარასელიას თასის 2024 წლის გათამაშებას უმასპინძლებს
23-დან 28 აგვისტოს ჩათვლით, თბილისი ვიტალი დარასელიას თასის 2024 წლის გათამაშებას უმასპინძლებს. წლევანდელ ტურნირში მონაწილეობს 16-წლამდე ასაკის ფეხბურთელთა 6 გუნდი. პირველად, გათამაშების არსებობის ისტორიაში, „დარასელიას თასის“ ყველა მატჩი ბუნებრივსაფარიან მოედნებზე ჩატარდება. შეხვედრებს ილია კოკაიას სახელობის საფეხბურთო ცენტრი და „ლოკომოტივის“ საგურამოს ბაზა უმასპინძლებენ. ლეგენდარული ვიტალი დარასელიას თასის ბოლო გათამაშება 2023 წელს ჩატარდა და ის თბილისის „დინამოს“ ასაკობრივი გუნდის გამარჯვებით დასრულდა.
