კომუნიკაციების კომისიამ „მაგთიკომი“ ფიქსირებული ინტერნეტის ბაზარზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორად ცნო
კომუნიკაციების კომისიამ „მაგთიკომი“ ფიქსირებული ინტერნეტის ბაზარზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორად ცნო. კომისიის გადაწყვეტილებით, კომპანიამ საკუთარი ქსელი სხვა ოპერატორებს შესაბამისი საფასურის სანაცვლოდ უნდა მიაქირაოს. გარდა ამისა, მაგთიკომს სატარიფო რეგულირების ვალდებულება დაეკისრა.