ხელისუფლების მხრიდან ფიზიკური ძალადობისაგან თავისუფლების 11-წლიანი პროგრესით საქართველო მსოფლიოში მესამე ადგილზეა
ხელისუფლების მხრიდან ფიზიკური ძალადობისაგან თავისუფლების 11-წლიანი პროგრესით საქართველო მსოფლიოში მესამე ადგილზეა. გლობალური დემოკრატიის საერთაშორისო შემფასებელი ორგანიზაცია „დემოკრატიის მრავალფეროვნების“ მიერ გამოქვეყნებული, ინდექსის მიხედვით, საქართველოს წლიური შეფასება გაუმჯობესდა და შეფასების 100 პროცენტიანი სისტემით 90,3% დაიმსახურა. ფიზიკური ძალადობისაგან თავისუფლების ინდექსი განიმარტება, როგორც ხელისუფლების მიერ პოლიტიკური მკვლელობებისა და წამებისგან თავისუფლება. საქართველო 2012 წელს მსოფლიო რეიტინგში 122-ე ადგილს იკავებდა, ხელისუფლების მხრიდან ფიზიკური ძალადობის მიხედვით კი ევროპის ყველაზე საშიში ქვეყანა იყო რუსეთის შემდეგ. შემდგომ 11-წლიან პერიოდში ჩვენი ქვეყანა მსოფლიო რეიტინგში 66 ადგილით დაწინაურდა. 2023 წლის შეფასებით საქართველო უსწრებს დიდ ბრიტანეთს, პოლონეთს, თურქეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას, ისრაელს.
