ქართველი ლეგენდები „მილანის“ ლეგენდების წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე
21 სექტემბერი, 19:00 საათი, მიხეილ მესხის სტადიონზე ქართველი ლეგენდები „მილანის“ ლეგენდების წინააღმდეგ. ფეხბურთის გულშემატკივრებს წინ დიდი სანახაობა ელით. კახა კალაძე ფედერაციის გენერალურ მდივანთან ერთად მილანში იმყოფება. სიმბოლური ხელმოწერაც უკვე გაკეთებულია. კალაძე ამბობს, რომ მატჩის მიზანია, ქართველი გულშემატკივრის კიდევ ერთხელ გახარება და დიდი საფეხბურთო სანახაობის გამართვა.
