თბილისში, ისნის რაიონში, საქართველოს ეროვნული გმირის ალექსანდრე ონიანის სახელობის ქუჩა გაიხსნა
თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით და საკრებულოს გადაწყვეტილებით, თბილისში, ისნის რაიონში, საქართველოს ეროვნული გმირის ალექსანდრე ონიანის სახელობის ქუჩა გაიხსნა. ღონისძიებას ონიანის ოჯახის წევრები, საკრებულოს დეპუტატები, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები და სამხედროები დაესწრნენ. „შინდისის გმირი“ უმცროსი სერჟანტი ალექსანდრე ონიანი 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, 27 წლის ასაკში გმირულად დაიღუპა.
