აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს მთელი საქართველო მიაგებს პატივს
აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს მთელი საქართველო მიაგებს პატივს. მათი სახელობის მემორიალებთან თითქმის ყველა ქალაქში მოქალაქეები იკრიბებიან და ომს შეწირულთა ოჯახის წევრებს გულწრფელ სამძიმარს უცხადებენ. აღნიშნავენ, რომ ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობა და თავისუფლება სწორედ ამ გმირების თავგანწირვის შედეგია.
