ქვეყნის წინაშე ჩადენილი დანაშაულებისთვის და ღალატისთვის „ქართული ოცნება“ „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლებას გეგმავს
ქვეყნის წინაშე ჩადენილი დანაშაულებისთვის და ღალატისთვის „ქართული ოცნება“ „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლებას გეგმავს. სახელისუფლებო გუნდი აცხადებს, რომ 2008 წლის დანაშაული ბოლომდე უნდა გამოიძიონ. ამასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრი ასახელებს სამ ინსტრუმენტს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, სამართლებრივი ფორმა შესაძლოა იყოს პროკურატურისადმი და საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვა და საპარლამენტო საგამოძიებო კომისია.
