აგვისტოს ომიდან 16 წელი გავიდა
აგვისტოს ომიდან 16 წელი გავიდა. საქართველო იხსენებს გმირებს, რომლებმაც სამშობლოს საკუთარი სიცოცხლე შესწირეს. მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პატივს მიაგებენ რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ მეომრებს. პრემიერ-მინისტრმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარესთან, აღმასრულებელი და საკანონდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ომში დაღუპული მებრძოლების ოჯახებს მიუსამძიმრა. ისინი სამხედროების თავგანწირვაზე საუბრობენ.
