ირანმა შესაძლოა ისრაელზე ფართომასშტაბიანი თავდასხმა გადაიფიქროს
ამის შესახებ, ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით, პოლიტიკო წერს. გამოცემის ცნობით, ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა ოფიციალურ თეირანს შუამავლების მეშვეობით განუმარტეს, რომ თუკი დაჯგუფება ჰამასის ლიდერი ისმაილ ჰანიე ირანში ისრაელმა ფარული ოპერაციით მოკლა და შედეგად ირანის არცერთი მოქალაქე არ დაღუპულა, მაშინ უმჯობესია, თუკი თეირანი ისრაელზე სამხედრო თავდასხმის გეგმას გადააფასებს. პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ ირანი გააფრთხილა, რომ ისრაელზე მასირებული იერიში ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობას გაამწვავებს და ორ ქვეყანას შორის პირდაპირი კონფრონტაციის რისკს გაზრდის.