ინგლისსა და ჩრდილოეთ ირლანდიაში საპროტესტო გამოსვლები არეულობაში უკვე რამდენიმე დღეა გადაიზარდა
ინგლისში არეულობის დროს დაკავებულ ერთ-ერთ მამაკაცს 3 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. 58 წლის დერეკ დრამონდის წინააღმდეგ გადაწყვეტილება ლივერპულის სასამართლომ მიიღო. იგი ძალადობრივ არეულობაში მონაწილეობისა და პოლიციელისთვის მუშტის დარტყმის გამო გაასამართლეს. ლივერპულის ცენტრში მომხდარი არეულობის გამო, კიდევ 2 მამაკაცი გასამართლდა, მათ რასობრივი ნიშნით ძალადობის, პოლიციის მანქანისთვის ცეცხლის წაკიდებისა და ძალადობრივი არეულობის გამოწვევის გამო, 30 თვიანი და 20 თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ინგლისსა და ჩრდილოეთ ირლანდიაში საპროტესტო გამოსვლები არეულობაში უკვე რამდენიმე დღეა გადაიზარდა. პოლიციას 400-ზე მეტი ადამიანი ჰყავს დაკავებული.
