უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის განცხადებით, კურსკის ოლქში მოვლენები სამშვიდობო მოლაპარაკებებზე გავლენას მოახდენს
პოდოლიაკის თქმით, შექმნილი ვითარება მოლაპარაკებების მაგიდასთან უკრაინის პოზიციებს გააძლიერებს. პოდოლიაკი პირველია ზელენსკის ადმინისტრაციიდან, ვინც კურსკის ოლქში უკრაინელი სამხედროების ოპერაცია შეაფასა. მისი თქმით, რუსეთის ტერიტორიაზე მიმდინარე ბრძოლები უარყოფითად იმოქმედებს ქვეყნის შიგნით კრემლის იმიჯზე.
