კანონი, რომელიც ბულგარეთის სკოლებში ლგბტ პროპაგანდას კრძალავს
ბულგარეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებას, რომელიც სკოლებში ლგბტ პროპაგანდას კრძალავს. სკოლამდელი და სასკოლო განათლების შესახებ ბულგარეთის კანონში შეტანილი შესწორება ზღუდავს განათლების სისტემაში რაიმე ფორმით, პირდაპირ თუ ირიბად, გენდერულ იდენტობასთან დაკავშირებული ნებისმიერი იდეისა და შეხედულების პროპაგანდას, პოპულარიზაციას ან წაქეზებას.
