ხელისუფლების მხრიდან ფიზიკური ძალადობისაგან თავისუფლების 11 წლიანი პროგრესით საქართველო მსოფლიოში მესამე ადგილზეა
გლობალური დემოკრატიის საერთაშორისო შემფასებელი ორგანიზაცია „დემოკრატიის მრავალფეროვნების“ მიერ გამოქვეყნებული, ინდექსის მიხედვით, საქართველოს წლიური შეფასება გაუმჯობესდა და შეფასების 100 პროცენტიანი სისტემით 90,3 მეათედი პროცენტი დაიმსახურა. ფიზიკური ძალადობისაგან თავისუფლების ინდექსი განიმარტება, როგორც ხელისუფლების მიერ პოლიტიკური მკვლელობებისა და წამებისგან თავისუფლება. საქართველო 2012 წელს მსოფლიო რეიტინგში 122-ე ადგილს იკავებდა, ხელისუფლების მხრიდან ფიზიკური ძალადობის მიხედვით კი ევროპის ყველაზე საშიში ქვეყანა იყო რუსეთის შემდეგ. შემდგომ 11 წლიან პერიოდში ჩვენი ქვეყანა მსოფლიო რეიტინგში 66 ადგილით დაწინაურდა. 2023 წლის შეფასებით საქართველო უსწრებს დიდ ბრიტანეთს, პოლონეთს, თურქეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას, ისრაელს.
