ყველა ადმინისტრაციული ორგანოს შენობაზე დაშვებულია სახელმწიფო დროშები
ამ ფორმით პატივის მიაგებენ რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის შედეგად დაღუპული გმირების ხსოვნას. მთავრობის განკარგულებით, რუსეთ-საქართველოს ომის მე-16 წლისთავთან დაკავშირებით სახელმწიფო დროშები დაეშვა მთავრობის ადმინისტრაციის, პარლამენტის, შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების შენობებსა და ყველა სამხედრო ბაზაზე. სახელმწიფო დროშები დაშვებულია საგარეო საქმეთა სამინისტროს, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების და საკონსულო დაწესებულებების შენობებზეც.
