პარიზის ოლიმპიოურ თამაშებზე ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს ლაშა გობაძე
87 კილოგრამ წონით კატეგორიაში მან მერვედფინალში ალჟირელი მეტოქე დაამარცხა, თუმცა მეოთხედფინალში ბულგარელ სემიონ ნოვიკოვთან წააგო. მედლის მოპოვების შანსი კი მას მერე გაუჩნდა, როდესაც ბულგარელმა მოჭიდავემ ფინალში გასვლა შეძლო. გობაძეს ბრინჯაოს მედლის მოსაგებად 2 გამარჯვება სჭირდება, მისი პირველი მეტოქე დანიის წარმომადგენელი იქნება. ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში საქართველოს მედალი ზედიზედ ექვს ოლიმპიადაზე აქვს მოპოვებული.
