ბულგარეთის სკოლებში არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის პროპაგანდა კანონით აიკრძალა
ბულგარეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც სკოლებში არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის პროპაგანდას კრძალავს. კანონი ზღუდავს განათლების სისტემაში რაიმე ფორმით, პირდაპირ თუ ირიბად, არატრადიციულ სექსუალურ ორიენტაციასთან ან გენდერულ იდენტობასთან დაკავშირებული ნებისმიერი იდეისა და შეხედულების პროპაგანდას, პოპულარიზაციას ან წაქეზებას. ბულგარეთის პარლამენტის ერთ ერთმა წევრმა კანონის მიღებას ისტორიული გარღვევა უწოდა.
