კურსკის ოლქში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს
შესაბამისი განკარგულება გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა გასცა. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კურსკის ოლქში სამი დასახლება დაიკავეს. დღის ბოლოს რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ოლქის სიღრმეში უკრაინის შეიარაღებული ძალების წინსვლა შეჩერებულია. კრემლის ლიდერმა კურსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების შეჭრას „მასშტაბური პროვოკაცია“ უწოდა.
