"ემის" დაჯილდოება
15 სექტემბერს ლოს-ანჯელესში პრაიმტაიმის საუკეთესო ამერიკული სატელევიზიო შოუების გამარჯვებულებს "ემის" დაჯილდოების ცერემონიაზე 27 ნომინაციაში გამოავლენენ. სხვადასხვა ცნობილი მედიაგამოცემის ტრადიციულ, წინასწარ გამოკითხვაში კომედიური სატელევიზიო შოუ „დათვი“ და ისტორიული სერიალი სამურაის შესახებ „შიოგუნი“ ლიდერობენ. რაც შეეხება "ემის" წლევანდელი დაჯილდოების წამყვანებს, ავტორიტეტული გამოცემების ინფორმაციით, ცერემონიას მსახიობები - მამა-შვილი ეუჯინ და დენ ლევები გაუძღვებიან.

სიუჟეტის ავტორი: სალომე შანშიაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები