უკრაინის სამშვიდობო გეგმა
რუსეთის თავდაცვის უწყების მტკიცებით, უკრაინელი მებრძოლები კურსკის ოლქში შეიჭრნენ და დასახლებულ პუნქტებში შეაღწიეს. რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში მათი წინსვლა შეჩერებულია, თუმცა საზღვრის სიახლოვეს ბრძოლები გრძელდება. უკრაინელი ექსპერტები ამბობენ, რომ რუსეთის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებები მოსკოვის იმიჯს ზიანს აყენებს და სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის კიევს ძლიერი პოზიციის შექმნაში ეხმარება. დასავლური მედია წერს, რომ უკრაინის დასავლელი პარტნიორები ომის დასრულებას ჩქარობენ და კიევს მოსკოვთან მოლაპარაკებების დაწყებისკენ მოუწოდებენ.
სიუჟეტის ავტორი: მარიამ გიგანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
