"ფაინენშალ ტაიმსი" წერს, რომ რუსეთის ჯარი უკრაინის თავდაცვაში ხარვეზების, ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობის შეცდომებისა და არმიის რიგებში ცოცხალი ძალის ნაკლებობის გამო ფრონტის ხაზზე წინ მიიწევს
"ფაინენშალ ტაიმსი" წერს, რომ რუსეთის ჯარი უკრაინის თავდაცვაში ხარვეზების, ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობის შეცდომებისა და არმიის რიგებში ცოცხალი ძალის ნაკლებობის გამო ფრონტის ხაზზე წინ მიიწევს. გამოცემას ერთ-ერთმა უკრაინელმა სამხედრო ჩინოსანმა უთხრა, რომ რუსეთის არმიამ დონეცკის ოლქში ტაქტიკურ წარმატებებს მიაღწია, და თუ ვითარება არ შეიცვალა, ოკუპანტი შეტევებს კიდევ უფრო გააძლიერებს. კიევში ამბობენ, რომ პუტინის მიზანი წელს, რაც შეიძლება, მეტი ტერიტორიის მიტაცებაა.
