რუსეთის კურსკის ოლქში უკრაინელი სამხედროების შეჭრასა და მიმდინარე ბრძოლებს ადასტურებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო
რუსეთის კურსკის ოლქში უკრაინელი სამხედროების შეჭრასა და მიმდინარე ბრძოლებს ადასტურებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო. უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში უკრაინული დივერსიული ჯგუფების შესვლის მცდელობა აღკვეთეს, მაგრამ უკრაინის საზღვართან მდებარე დასახლებებში ბრძოლები გრძელდება. რუსეთის თავდაცვა ირწმუნება, რომ 260 უკრაინელი მებრძოლი და 50 ერთეული სამხედრო ტექნიკა გაანადგურეს. საბრძოლო მოქმედებების არეალიდან ევაკუირებულია მოსახლეობა. რუსული მედია წერს, რომ უკრაინელი სამხედროების მიზანი სოფელ სუჯაში გაზის გამანაწილებელი სადგურის ხელში ჩაგდეებაა, მისი საშუალებით მიეწოდება ევროკავშირს რუსული გაზი.
