ჯანდაცვის მინისტრი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში რექტორს, პროფესორებს და თანამშრომლებს შეხვდა
ჯანდაცვის მინისტრი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში რექტორს, პროფესორებს და თანამშრომლებს შეხვდა. ისაუბრეს საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებასა და სამომავლო გეგმებზე. მიხეილ სარჯველაძემ სიცოცხლის მეცნიერებათა მუზეუმი და სიმულაციის ცენტრი დაათვალიერა, რომელიც უახლესი ტექნიკითაა აღჭურვილი. ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელი დიპლომირებული მედიკოსის ამერიკულ პროგრამასაც გაეცნო.
