გარემოს ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები შვეიცარიული კომპანიის ექსპერტს შეხვდნენ
გარემოს ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები შვეიცარიული კომპანიის ექსპერტს შეხვდნენ. კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, შეფასდება მყინვარიდან მომდინარე სხვადასხვა საფრთხე. კვლევა ქვეყნის მასშტაბით, 22 მყინვარულ ხეობაში ტარდება. ამის შემდეგ კი რისკის ზონებში კონკრეტული პრევენციული ღონისძიებები დაიგეგმება.
