მაშინ, როდესაც სააკაშვილი 6 წლიან სასჯელს იხდის, “ნაცმოძრაობა" და ოპოზიცია მისთვის 9 თვიანი წინასწარი პატიმრობის შეფარდებას აპროტესტებენ
მაშინ, როდესაც სააკაშვილი 6 წლიან სასჯელს იხდის, “ნაცმოძრაობა" და ოპოზიცია მისთვის 9 თვიანი წინასწარი პატიმრობის შეფარდებას აპროტესტებენ. უკვე მეორე დღეა ახსნისა და განმარტების გარეშე, პარტიის ლიდერები და მათი თანამოაზრეები ვერ ასაბუთებენ პროტესტის რეალურ მიზეზს. სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ სამართლებრივად საზღვრის უკანონო გადმოკვეთის საქმეზე წინასწარი პატიმრობის შეფარდება სააკაშვილის ინტერესებშია, რადგან საქმის განხილვა 9 თვიან ვადაში დასრულდება და მსჯავრდებულს შესაძლო ახალი სასჯელიც მოხდილად ჩაეთვლება, პროტესტის მოტივი კი ზურაბიშვილსა და სააკაშვილს შორის შეწყალებასთან დაკავშირებული პოლიტიკური გარიგებაა.
