"ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭოს განცხადება
აგვისტოს ომი, “ნაციონალური მოძრაობის” მანიპულაცია და პარტიის სამართლებრივი პასუხისმგებლობა - “ქართული ოცნების” პოლიტიკური საბჭო განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ სააკაშვილის პარტიას ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილი, თუმცა ყველაზე მძიმე - 2008 წლის ავანტიურაა. პოლიტსაბჭოში აცხადებენ, რომ ამ მოვლენებს სათანადო სამართლებრივი შეფასება არჩევნების შემდეგ მიეცემა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს არ ამსუბუქებს რუსეთის მიერ ჩადენილ დანაშაულს და არც იმ ფაქტს, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციაზე პასუხისმგებელი სწორედ რუსეთის ფედერაციაა“.
