ბაიდენის ადმინისტრაცია ახლო აღმოსავლეთში კატასტროფული ომის თავიდან არიდებას ცდილობს
ვაშინგტონ პოსტის ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ძალისხმევით, ბოლო 1 კვირაა ამ მიზნით ინტენსიური დიპლომატიური მოლაპარაკებები და სამხედრო სამზადისი მიმდინარეობს. ისრაელსა და ირანს შორის სრულმასშტაბიანი ომის პრევენციის მიზნით, თეთრი სახლის მიერ გადადგმული ნაბიჯები მოიცავს საუბარს ირანთან, ასევე ისრაელის პრემიერ-მინისტრთან. ვაშინგტონ პოსტი წერს, რომ მართალია, რეგიონული ომის დაწყების რისკი დიდია, თუმცა თეთრი სახლის დიპლომატიამ შესაძლოა შედეგი გამოიღოს. გამოცემის ცნობით, ირანმა შესაძლოა ისრაელზე შურისძიება გადაიფიქროს, თუმცა ძალაშია დაჯგუფება ჰეზბოლას მუქარა. შეკავების პოლიტიკის წარუმატებლობის შემთხვევაში, პრეზიდენტ ბაიდენს ისრაელის, სხვა მოკავშირეებისა და რეგიონში საკუთარი ჯარების დასაცავად, დამატებითი საჰაერო და საზღვაო ფლოტი ჰყავს მობილიზებული.