დიდ ბრიტანეთში საპროტესტო გამოსვლები და არეულობა გრძელდება
ბრისტოლში აქციის მონაწილეებმა მანქანით შეამტვრიეს ებრაული დრონების მწარმოებელი კომპანიის, „ელბით სისტემსის“ ქარხნის კარი. გავრცელებული ცნობით, მანქანიდან 10-მდე ადამიანი გადმოვიდა და ინსტრუმენტებისა და დრონების განადგურება დაიწყო. შემდეგ კი შენობას წითელი საღებავი შეასხეს. ექვსი მათგანი პოლიციამ დააკავა, ოთხი კი მიიმალა. დიდი ბრიტანეთის პროკურატურაში არ გამორიცხავენ, რომ დაკავებულთა ნაწილს ტერორიზმის მუხლით წაუყენონ ბრალი. დიდი ბრიტანეთის ქალაქებში არეულობის გამო ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა საგანგებო თათბირი გამართა. მისი თქმით, არეულობის მონაწილეები კანონის სრული სიმკაცრით დაისჯებიან.
