კურსკის ოლქის სასაზღვრო ზონაში ვითარება კვლავ დაძაბულია
საზღვარზე საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. ოლქის გუბერნატორის თქმით, ოპერატიული შტაბი სადღეღამისო რეჟიმზეა გადაყვანილი. მისივე ცნობით, ქალაქ სუჯაში, მასირებული ცეცხლის და დრონებით შეტევის შედეგად, დაღუპულია სამი ადამიანი. მისივე თქმით, კურსკის ოლქის სხვადასხვა დასახლებაში დაჭრილია რუსეთის 13 მოქალაქე. როგორც რუსული, ისე უკრაინული მედია იუწყება, რომ კურსკის ოლქში რამდენიმე რუსი სამხედრო ტყვედ ჩავარდა. მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ უკრაინული ძალები 300-მდე ჯარისკაცის, 11 ტანკისა და 20-ზე მეტი ჯავშანმანქანის მხარდაჭერით, თავს დაესხნენ რუსეთის სახელმწიფო საზღვრის ქვედანაყოფების პოზიციებს.
