არეულობა გაერთიანებულ სამეფოში
ინგლისსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ქალაქებში არეულობა გრძელდება. ძალადობრივი ჯგუფები ანგრევენ და ცეცხლს უკიდებენ სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, თავს ესხმიან მიგრანტების კუთვნილ ავტომობილებსა და კომერციულ ფართებს. არეულობის დროს შეტაკება ხდება სამართალდამცველებთანაც. ძალადობრივი ჯგუფები პოლიციის წინააღმდეგ მოლოტოვის კოქტეილებს იყენებენ. ბრიტანეთის იუსტიციის მინისტრი პირობას დებს, რომ არეულობაში მონაწილე ყველა პირი, კანონის სრული ძალით დაისჯება.
