ოპოზიციის აქტივისტის სასამართლო
პოსტ TV-ის გადამღები ჯგუფზე ძალადობის და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის საქმეზე, გირჩის წევრს, ვიტალი გუგუჩიას, 5 ათას ლარიანი გირაოს გადახდა დაეკისრა. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა, რომლის მიხედვით, არსებობდა მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე. ბრალდების მხარე გადაწყვეტილებას კატეგორიულად არ ეთანხმება, თუმცა გირაოს გადაიხდის. საქმეზე წინა სასამართლო სხდომა 24 სექტემბერს დაინიშნა.
