ინგლისსა და ჩრდილოეთ ირლანდიაში არეულობა გრძელდება
ინგლისსა და ჩრდილოეთ ირლანდიაში არეულობა გრძელდება. გასულ ღამით, ბელფასტში 50 წლის მამაკაცი მძიმედ დაშავდა. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, ადგილი ჰქონდა რასობრივი ნიშნით თავდასხმას. ქალაქ პლეიმუთსა და დარლინგტონში, ძალადობრივმა ჯგუფებმა, პოლიციასა და ადგილობრივ ინფრასტრუქტურას მოლოტოვის კოქტეილები დაუშინეს. ბირმინგემში კი დაამტვრიეს ავტომობილები და დააზიანეს კომერციული შენობა. გაერთიანებულ სამეფოში მიმდინარე არეულობის ფარგლებში, სამართალდამცველებმა უკვე 400-მდე პირი დააკავეს.
