რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის სერგეი შოუგუს განცხადებით, ბოლო ორი თვეში, რუსეთის არმიამ უკრაინაში ფრონტის ხაზზე წინ წაიწია და 420 კვადრატული კილომეტრის ტერიტორიაზე კონტროლი დაამყარა
რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის სერგეი შოუგუს განცხადებით, ბოლო ორი თვეში, რუსეთის არმიამ უკრაინაში ფრონტის ხაზზე წინ წაიწია და 420 კვადრატული კილომეტრის ტერიტორიაზე კონტროლი დაამყარა. თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბრძოლებში რუსული არმიის დანაკარგებზე არ საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ უკრაინის არმიამ ამ პერიოდში 115 ათასზე მეტი სამხედრო დაკარგა. შოიგუმ ასევე აღნიშნა, რომ კიევი დანაკარგებს თავიდან აირიდებდა, თუ ცეცხლის შეწყვეტის მოსკოვის მიერ შეთავაზებულ პირობებს მიიღებდა. უკრაინა არ თანხმდება რუსეთის შეთავაზებას, რომელიც ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმასა და ოკუპირებული ტერიტორიების დათმობას ითვალისწინებს.
