რუსეთის კურსკის ოლქის გუბერნატორი ადასტურებს, რომ უკრაინელმა სამხედროებმა, საზღვრის გარღვევა სცადეს
რუსეთის კურსკის ოლქის გუბერნატორი ადასტურებს, რომ უკრაინელმა სამხედროებმა, საზღვრის გარღვევა სცადეს. ალექსეი სმირნოვი წერს, რომ რუსმა მესაზღვრეებმა კურსკის ოლქში უკრაინული დივერსიული ჯგუფების შეღწევა აღკვეთეს. მანამდე რუსულმა "ტელეგრამ" არხებმა დაწერეს, რომ დილით 100 -ამდე შეიარაღებულმა პირმა, მძიმე ტექნიკის საშუალებით რუსეთ-უკრაინის საზღვარი გადაკვეთა, თუმცა რუსმა სამხედროებმა საპასუხო ცეცხლის გახსნის შედეგად, მათ უკან დახევა აიძულეს.
